11.05.2026

ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე, ძველ ბულვარში მდებარე ბავშვთა გასართობ სივრცეში იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ბათუმის ბულვარში საბავშვო მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, რაც ითვალისწინებს ბულვარში არსებულ ბავშვთა გასართობ სივრცეებში, საბავშვო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, განახლდა ამორტიზებული ატრაქციონები და საბავშვო ანიმაციური გმირების დეკორატიული ელემენტები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ახალი კაუჩუკის საფარის დაგება. “განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ბულვარის საბავშვო გასართობი გარემო, რაც პატარებისთვის სივრცეს უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის” - აღნიშნა არჩილ ანთაძემ.