02.03.2026
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური და უკანონო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უსახური ობიექტის დემონტაჟი დასრულდა, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და სამშენებლო ნარჩენების გატანა განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოები, ეტაპობრივად მოიცავს ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა იმ ობიექტის დემონტაჟს, რომელთა საიჯარო ვადა ამოწურულია და ბულვარის განაშენიანების გეგმის მიხედვით სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაშია.