28.07.2026
ბათუმის ბულვარში იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა
ბათუმის ბულვარში იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონიის მრავალფეროვან კულტურას, ტრადიციულ ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას, საბრძოლო ხელოვნებას, კალიგრაფიასა და კულინარიას.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა შემოქმედებითი ვორქშოფები და გამოფენები, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც იაპონიიდან მოწვეული სპეციალისტები და მოხალისეები, ისე ადგილობრივი ახალგაზრდები და შემოქმედებითი ჯგუფები.
ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.