22.04.2021
ბათუმის ბულვარში დედამიწის დღე აღინიშნა
22 აპრილი დედამიწის დღეა. ბათუმის ბულვარი უერთდება ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნას. ასწლოვან ბაღზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. სწორედ, ამ მიზნით გარემოს დაცვის თემატიკაზე შეიქმნა უნიკალური გრაფიტის ფოტო ინსტალაცია, რომელიც ბულვარის კოლონადასთან განთავსდა ფოტოგადაღების მიზნით.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის თანამშრომლებმა ცენტრალურ ბულვარში მრავალწლოვანი ხეების ნარგავები დარგეს. დედამიწის დღეს, გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამართულ ღონისძიებებში, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ერთვება.
მსოფლიოსადმი ამ დღის მთავარი გზავნილია „ერთად, ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ დედამიწა!