10.09.2025

ბათუმის ბულვარს კალათბურთის მოედანი შეემატა

პირველად, ბათუმის ბულვარის სპორტულ ინფრასტრუქტურას თანამედროვე კალათბურთის მოედანი შეემატა. ახალი მოედანი უნიკალურია თავისი ზღვისპირა მდებარეობით, იგი არდაგანის ტბის მიმდებარე სანაპიროზე, 1200 კვ.მ ტერიტორიაზე მოეწყო და უკვე იქცა კალათბურთის მოყვარულთათვის მიზიდულობის ცენტრად. ახალი სპორტული სივრცე კალათბურთის მოედანთან ერთად მოიცავს სავარჯიშო კუთხესაც, სადაც მოწყობილია კაუჩუკის საფარი და სავარჯიშო ძელაკები. ბათუმის ბულვარის ტერიტორია სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების სიმრავლით გამოირჩევა: სავარჯიშო მოედნები, ზღვისპირა ველობილიკი, სკეიტპარკი, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ქვიშის მოედნები. ამ მრავალფეროვან ჩამონათვალს, ამიერიდან კალათბურთის მოედანიც შეემატა.