09.03.2026

ბათუმის ბულვარის ვეტერანთა საჭადრაკო კლუბმა, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა

ბათუმის ბულვარის ვეტერანთა საჭადრაკო კლუბმა, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებაში, კლუბის წევრი ქალბატონები მონაწილეობდნენ. ტურნირის დასრულების შემდეგ, ბულვარის ხელმძღვანელმა პირებმა, კლუბის წევრ ქალბატონებს სიგელები, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და დამდეგი 8 მარტი მიულოცეს.