08.10.2024

ბათუმის ბულვარის სკეიტ და როლერ პარკი უკვე იქცა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის მიზიდულობის ცენტრად

საქართველოში პირველი საერთაშორისო ლიცენზიის მქონე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე 4800 კვ.მ ფართობზეა მოწყობილი. თავისი ფუნქციური დატვირთვით იგი ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი. ახალი ბულვარის სპორტული სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას ემსახურება.