20.02.2026

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს

ბათუმში განვითარებული უამინდობისა და ძლიერი შტორმული ვითარების შედეგად, ბულვარის სასეირნო პრომენადის ნაწილი ქვიშის მასამ დაფარა, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე დაფიქსირდა დატბორვა. გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში ჩართულია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისა და შპს „სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, ადგილზე მუშაობს შესაბამისი სპეცტექნიკა. პრომენადის, ველობილიკისა და მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა, დღის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება და სანაპირო ზოლის პირვანდელი მდგომარეობით აღდგენა, მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება უზრუნველყოფილი.