12.11.2024

ანონსი-ბათუმის ბულვარის მეორე საერთაშორისო კონფერენცია

 15-16 ნოემბერს, 10:00 საათზე სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით, სასტუმრო „რადისონში“, რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ გაიმართება.   კონფერენცია-ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციებთან ერთად გაიმართება დისკუსიები ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით. წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა:ურბანული რეკრეაციული პარკების მართვა თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ტენდენციები ურბანულ გამწვანებაში, საქალაქო პარკების როლი ეკოლოგიურ განათლებაში, მწვანე ურბანული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, ხის 3D-ბგერითი ტომოგრაფიის   შესაძლებლობები, ბაღის გეგმარების მთავარი პრინციპები და სხვა. ბულვარის მეორე საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ურბანული პარკების თემატიკის ირგვლივ არსებული თანამედროვე მიდგომების, ინიციატივების და გამოცდილების გაზიარება, დარგის საერთაშორისო და რეგიონალურ სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის დამყარება და გაღრმავება, ცოდნის გაზიარება გამწვანებასთან, ლანდშაფტის დიზაინთან თუ სხვა აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში.