25.12.2025
ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ ანთაძემ, ბულვარის ტექნიკური სამსახურის სპეციალისტებს და მებაღეებს, დამდეგი ახალი წელი მიულოცა
შეხვედრაზე არჩილ ანთაძემ თანამშრომლებს წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ქალაქის მთავარი ბაღის გალამაზებაში მათ მნიშვნელოვან წვლილს გაუსვა ხაზი.
ბულვარის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ს ეწვივნენ და კლუბის აქტიურ წევრებს და სპორტული ტურნირის გამარჯვებულებს, სიმბოლური საახალწლო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცეს.
არჩილ ანთაძემ, ვეტერანებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ერთგული წევრობისთვის და მათ ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.