12.06.2025

ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე უმაღლეს საბჭოში ანგარიშით წარდგა

სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს დირექტორმი ლაშა მიქელაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარსდგა. ბულვარის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების წინაშე, ბათუმის ბულვარის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, კერძოდ კი მწვანე საფარის მოვლის, ბულვარის ინფრასტრუქტურული მართვის, ქონების განკარგვისა და ბიუჯეტით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. კომიტეტის სხდომაზე, ლაშა მიქელაძემ გასული წლის ანგარიშის პარალელურად, 2025 წლის მიმდინარე საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურისტული სეზონის მზადების კუთხით განხორციელებულ და დაგემილ პროექტებს. ასევე, მომხსენებელმა ისაუბრა 2025 წლის სიახლეებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ღონისძიებებზე. კანონმდებელები გაეცნენ განახლებულ საიტსაც, რომელიც 360-გრადუსიანი პანორამული ფოტოებით ბათუმის ბულვარის ონლაინ დათვალიერების საშუალებას იძლევა. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.