19.08.2025
ბათუმის ბულვარის ახალი სკვერი
ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი თანამედროვე სკვერიი შეემატა, რომელიც გაშენებულია 3000 კვ.მ ფართობზე. აკვაპარკის მიმდებარე ახალ სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა განათების სისტემა, განთავსდა საჩრდილობლები, რომლებიც შეივსება ხვიარა მოყვავილე მცენარეებით, სივრცე გალამაზდება პორტატული ყვავილების ქოთნებით, სკამებით და სხვადასხვა საბაღე ინვენტარით. ახალ სკვერში დაირგო სხვადასხვა ჯიშის მრავაწლოვანი ტროპიკული მცენარე, ასევე გაშენდება ბაბუკის კორომი. ახალი გამწვანება და საბაღე ინვეტარი ბულვარის არსებულ სივრცეს გახდის უფრო ფუნქციურს და მიმზიდველს.