26.07.2022

ბათუმის ბულვარი ნომინირებულია ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე

  სასიამოვნო სიახლე  ბათუმის ბულვარი ნომინირებულია ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე.

 წელს, ბათუმთან ერთად ტურიზმის ოსკარის - „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ტურიზმის სფეროში ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს (Europe’s Leading Tourist Attraction) მოპოვებას 12 წამყვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობასთან ერთად, მათ შორის საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ეიფელის კოშკის, ბუკინგემის სასახლესა და აკროპოლსთან ერთად შეეცდება.

„რატომ ბულვარი?- ბათუმის ბულვარის არის უნიკალური მდებარეობის და გეგმარების ზღვისპირა ბაღი, რომელიც საუკუნეზე მეტია ხიბლავს ქალაქის სტუმრებს. ეს არის ადგილი ყველა თაობის, ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანებისთვის. გარდა დასასვენებელი, სპორტული და გასართობი ფუნქციისა, იგი აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, როგორებიცაა შუქურა, კოლონადა, რვაფეხა, თანემედროვე ხელოვნების ნიმუში „ალი და ნინო“ და სხვა.