24.02.2025

ბათუმის ბულვარი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ინტენსიური თოვის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღეა ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ატარებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას. ამ დროისთვის, ბათუმის ბულვარში ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან გათავისუფლება მიმდინარეობს. დიდთოვლობამ შექმნა გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ ეტაპობრივად არის შესაძლებელი. უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, ბულვარის ვიზიტორებს მოვუწოდებთ თხოვნით, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მაღალტანიანი ხეების ქვეშ გადაადგილებისგან.