16.06.2019

2019 წლის ტურისტული სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა

2019 წლის ტურისტული სეზონი აჭარაში ულამაზესი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა.

ყველაზე ფერადმა და ცხელმა ფესტივალმა ანბანის კოშკთან წელსაც უამრავ სტუმარს უმასპინძლა.

ელექტრონული მუსიკა, ფრანებისა და ფარნების შოუ, დღისა და ღამის ფოიერვერკი, ქართველი და უცხოელი DJ-ის მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ აქტივობებისა, რომელსაც სტუმრები ანბანის კოშკთან, გვიან ღამემდე დაესწრნენ.