16.01.2020
ბულვარის ყველაზე უხუცეს თანამშრომელს 90 წელი შეუსრულდა
ბულვარის ყველაზე უხუცეს თანამშრომელს, ბატონ ბიძინა მებონიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ მოადგილეებთან ერთად, დამსახურებულ უხუცეს მუშაკს, ბატონ ბიძინა მებონიას 90 წლის იუბილე მიულოცა და საპატიო თანამშრომლის სიგელი გადასცა, განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის.
ბიძინა მებონია ბათუმის ბულვარში, უკვე წლებია მუშაობს ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ში კოორდინატორის პოზიციაზე. საპატიო სიგელის გადაცემა აჭარის მთავრობისა და ბათუმის ბულვარის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.