22.12.2019
ბათუმის ბულვარი გრანდიოზული ახალი წლისთვის ემზადება
ახალი 2020 წლის შესახვედრად მზადების პროცესი, ბათუმის ბულვარში აქტიურად მიმდინარეობს. ბულვარის ხეივნები ირთვება ფერადი განათებებითა და საახალწლო ატრიბუტიკით. საახალწლო ღონისძიებების ჩატარება წელს, სწორედ ბათუმის ბულვარშია დაგეგმილი.