01.12.2020

ბათუმის ბულვარი დეკემბერში

კალენდარს თუ დავუჯერებთ, ზამთრის პირველი დილაა, ბათუმის ბულვარი კი მზის სხივებით და არაჩვეულებრივი ამინდით ხვდება ვიზიტორებს.  პანდემიის პირობებში ბულვარი რჩება საუკეთესო ღია სივრცედ, სადაც დისტანციის და სხვა აუცილებელი რეგულაციების დაცვით ადამიანებს ჯანსაღ გარემოში დასვენება შეუძლიათ.