17.08.2019

ბათუმის ბულვარში ,,შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი’’ გაიმართა

16 , 17 და 18 აგვისტოს, ბათუმის ბულვარში, ,,შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ასამდე ღვინის მარანი, ეთნოკულინარიული გამოფენა - ქართული ყველის, ჩირისა და ჩურჩხელის ნაირსახეობები, ტრადიციული კერძების მასტერკლასი.

ღვინის ფესტივალის ფარგლებში ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა ქართული რეწვის პროდუქტების (თექა, მინანქარი, თიხა და ა.შ.) ტრადიციული სამოსელის და თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა - გაყიდვა, ასევე ნიაზ დიასამიძის, „ფრანისა“ და „რეგიონის“ კონცერტი.

,,შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი’’ ქართული ღვინის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას მხარდამჭერა გაუწია ბათუმის ბულვარმა.