08.08.2021

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, ჭადრაკის ღია ტურნირის დასკვნითი ეტაპი გაიმართა

ღია ტურნირი ჭადრაკში საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი, ჭადრაკის ღია ტურნირის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფო ლაზიშვილმა ტურნირის ვეტერან გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღია ტურნირი ორი დღის განმავლობაში კოვიდრეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, ბათუმის ბულვარის ორგანიზებით ტრადიციულად ყოველწელს იმართება.