31.07.2025
ახალი თანამედროვე სავარჯიშო სივრცეები ბათუმის ბულვარში
ბათუმის ბულვარში, ახალი სავარჯიშო სივრცეები მოეწყო.
ახალ ბულვარში, “აკვა-პარკი”-ს და ძველ ბულვარში, დელფინარიუმის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ, ფიტნეს ზონაში, თანამედროვე სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები განთავსდა.
სავარჯიშო მოედნების კეთილმოწყობის ფარგლებში განხორციელდა: ფუნქციურად მრავალფეროვანი, პროფესიონალური სპორტული ინვენტარის მონტაჟი, მოსასვენებელი სივრცეების გადახურვა, კაუჩუკის საფარის დაგება და ინდუსტრიული სანათების მონტაჟი. ფუნქციური სავარჯიშო ზონების მოდერნიზაციის პროცესი, გასულ წელს დაიწყო და ბათუმის ბულვარის განვითარების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
ახალი სავარჯიშო მოედნები, უზრუნველყოფს ბულვარის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გამართულ სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, როგორც მოყვარული, ასევე, პროფესიონალი სპორტსმენებისთვის. სავარჯიშო მოედნების რეაბილიტაციის პროექტი, ემსახურება კომფორტული საჯარო სივრცეების შექმნას, უსაფრთხო პირობებში ვარჯიშის უზრუნველყოფას და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტში.