20.05.2019

ადაპტირებული ხის ფერადი ბილიკები ბათუმის პლაჟზე

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ხის ბილიკების განთავსება დაიწყო. ფერადი ბილიკები ანბანის კოშკიდან ჯავახიშვილის ქუჩის ბოლომდე განთავსდება და იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული იქნება. საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დაგეგმილია ადაპტირებული საპირფარეშოები და საშხაპეების განთავსება, ასევე ტივტივა ეტლების შეძენა, რომლებიც შშმ პირებს ზღვაში ჩასვლის საშუალებას მისცემს.