07.08.2020
საზღვაო სეზონი აქტიურად მიმდინარეობს
უჩვეულო წინარე პერიოდის მიუხედავად, ბათუმში აქტიური საზღვაო სეზონი მიმდინარეობს, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი როგორც ყოველთვის მომზადებული შეხვდა ტურისტებს – მოწესრიგდა კერძო და საჯარო სივრცეები, გადახალისდა მცენარეული საფარი, განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და ბულვარს ასევე შეემატა რამდენიმე საბავშვო-გასართობი კუთხე.