27.02.2025

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილეებთან ერთად, ბათუმის ბულვარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილეებთან ერთად, ბათუმის ბულვარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ბულვარის ხელმძღვანელობასთან ერთად ისინი ბაღის ცენტრალურ შესასვლელებში საფეხმავლო ბილიკების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ. ბოლო რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბულვარის ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მობილური ჯგუფების მიერ ბილიკების გაწმენდა, დაზიანებული ხის ტოტების შეგროვებისა და გატანის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისათვის, ბულვარის მწვანე საფარს საფრთხე აღარ ემუქრება. უხვ ნალექს ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.