25.05.2026

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში ტრადიციულად სადღესასწაულო გარემო შეიქმნა. ბულვარის მთავარი ღირსშესანიშნაობები -კოლონადები და „ალი და ნინოს“ ქანდაკება საქართველოს სახელმწიფო დროშებით მოირთო. ეროვნული სიმბოლიკით გაფორმებული გარემო ვიზიტორებს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას შეახსენებს. საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც ჰიმნს შეასრულებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბათუმის სალოტბარო სკოლა, რის შემდეგაც გაიმართება გრანდიოზული გალა-კონცერტი.