22.04.2026
22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე
ბათუმის ბულვარში გამოთავისუფლებული სივრცეების გამწვანების პროცესი აქტიურად გრძელდება.
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი რესტორნის დემონტაჟი განხორციელდა, ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სიმბოლურად კედრის ნერგები დარგეს.
ბათუმის ბულვარი შეუერთდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს, რითიც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქალაქის მთავარი სარეკრეაციო სივრცის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართ.