ახალი სავარჯიშო სივრცე
პროექტის აღწერა: ახალი თანამედროვე სავარჯიშო სივრცე ბათუმის ბულვარში
ახალი სავარჯიშო სივრცე ამჯერად, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო სელაზირის გასწვრივ მოეწყობა. ფიტნეს ზონაში თანამედროვე, სხვადასხვა დატვირთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შშმ პირებზე ადაპტირებული ინვენტარი დამონტაჟდება, რომლითაც სარგებლობას მოყვარულებთან ერთად პროფესიონალი სპორტსმენებიც შეძლებენ. აღნიშნული პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.