ბათუმის ბულვარში ტროპიკული ხე-მცენარეებით ახალი სივრცე მოეწყო

ძველ ბულვარში ანბანის კოშკის მიმდებარედ, ახალი ტროპიკული ხე-მცენარეებით შექმნილი სივრცე მოეწყო. ახალი ტროპიკული სკვერი, რომელიც დამატებითი მიზიდულობის ადგილია ძველი ბულვარისათვის, გაშენებულია 2300 კვ.მ ფართობზე, სადაც დარგულია 1500 ძირზე მეტი სხვადასხვა სახის ტროპიკული და სუბტროპიკული ჯიშის მცენარეები. მათ შორისაა, სტრელეციები, ბამბუკები, სელი, ბანანის ხეები, დიჰონდრები, კორდილინები, სანტოლინები, პამპასები, პალმა იუკა და ა.შ. ტროპიკულ სკვერში უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მცენარეების მულჩირება და დეკორატიული განათებების მოწყობა.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881