საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

ზაფხულის დღესასწაული დღე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

დღეს ბათუმის ბულვარის ორგანიზებითა და კერძო სექტორის ჩართულობით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

გასართობი პროგრამით, მუსიკალური ნომრებითა და აუზის სხვადასხვა აქტივობით დატვირთული დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებით სამახსოვრო გამოდგა.

აქტივობებთან ერთად ბავშვებს ფურშეტით, ტკბილეულით, ჰეფიმილებით, ნაყინებით და საჩუქრებით გავუმასპინძლდით.

ღონისძიებას დაესწრნენ აჭარის ეკონომიკისა და ფინანსების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები, ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი. მთავრობის წარმომადგენლებმა სსიპ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საჩუქრები გადასცეს საქველმოქმედო აქციაში ჩართულ მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს.

სსიპ ბათუმის ბულვარი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ნადმვილი დღესასწაული შექმნეს.

განსაკუთრებული მადლობა კლუბ "სექტორი 26"-ს, კომპანია "ორბის", კომპანია ალიანსს, შპს “აგროჰაბი“-ს, შპს „ეიჩ გრუპ კონსტრაქშენ“-ს, შპს „ბათუსი“-ს, შპს „ტექნოსერვისი+“-ს, ასევე მაკდონალდსის, თოლიას და ნაბეღლავის კომპანიებს.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881