ცენტრალური შადრევნების ირგვლივ აუდიო სისტემა განახლდა

ძველ ბულვარში არსებული ცენტრალური შადრევნების ირგვლივ აუდიო სისტემა განახლდა. პროექტის ფარგლებში, გარე სივრცე სრულად აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პრემიუმ კლასის გარე გამოყენების „JBL“-ის დინამიკებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მუსიკალური-მოცეკვავე შადრევნების ჟღერადობა. ასევე, დაემატა დისტანციური მართვისა და სამაგიდო მიკროფონის ფუნქცია, რაც შესაძლებლობას იძლევა, ციფრული სქემის მეშვეობით გარკვეული მანძილიდან მოხდეს შადრევნის მუსიკალური რეპერტუარისრეგულირება და მართვა. აუდიო სისტემის ინსტალაცია-მონტაჟის სამუშაოები შპს „MIFASI“-მ აწარმოა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ცენტრალურ შადრევნებზე მუსიკალური პროგრამა ნაწილობრივ განახლდა, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ განახორციელა. 2024 წელს, კვლავ დაგეგმილია ახალი პროგრამის დამატება და მუსიკალური რეპერტუარის გამრავალფეროვნება.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881