შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს მოწესრიგება მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში, დილიდან განახლდა 8-ბალიანი შტორმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები. ინტენსიურად ხორციელდება დასუფთავების და პარალელურად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. სპეცტექნიკის მეშვეობით, მიმდინარეობს სასეირნო და ველობილიკიდან ინერტული მასის გატანა. სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მობილური ჯგუფები და ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გუშინ, ბათუმში განვითარებულმა ძლიერმა წვიმამ და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ახალ ბულვარში რიგი პრობლემები შექმნა. დაზიანდა პრომენადი, საბაღე და სანაპიროს ინფრასტრუქტურა, დაიტბორა „აკვა პარკი“-ს მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი და ინერტული მასით დაიფარა საფეხმავლო ბილიკი. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881