ბათუმის ბულვარის დირექტორმა ლაშა მიქელაძემ ბულვარის ვეტერანთა კლუბ "ნონას" წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 2022 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ვეტერანთა კლუბი "ნონა" 2023 წლიდან განახლებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას. მიმდინარე წელს შენობას კაპიტალური სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: განახლდა ინტერიერი, მოეწყო სახურავი, დამონტაჟდა განათების, გათბობა/გაგრილების და სავენტილაციო სისტემა. ვეტერანებისთვისგანკუთვნილი გარე მოსასვენებელი სივრცე კი აღიჭურვა თანამედროვე გადახურვით, რომელიც მზისგან დამცავ ქოლგებს ჩაანაცვლებს.