იაპონური მუხა გლიცინიებით

ბულვარის ცნობილი ღირშესანიშნაობის - „ალი და ნინო“-ს მიმდებარედ აუცილებლად შეამჩნევთ მარადმწვანე, მარაოსავით გაშლილ ხეს, რომლის ირგვლივ მოსასვენებელი სკამებია განლაგებული. ეს იაპონური ჯიშის მუხაა( Quercus acuta), რომელიც ძველი ბულვარის ტერიტორიას უკვე ათწლეულებია ამშვენებს. იაპონური მუხის ჩრდილს და სიმყუდროვეს ხშირად აფარებენ თავს ბულვარის ვიზიტორები თუ შეყვარებული წყვილები, იგი საუკეთესო თავშესაფარია უეცრად მოსული ბათუმირი წვიმის დროსაც. განსაკუთრებით ლამაზი და სურნელოვანია ეს ადგილი გაზაფხულზე, როცა მუხასთან შეზრდილი გლიცინიები იწყებს ყვავილობას. უხვადმოყვავილე იისფერი გლიცინიის(wisteria) ტოტები გარშემორტყმულია მუხის მთლიან ტანზე და საუცხოო სანახაობას ქმნის მუხა - (querqus) მრავალწლოვანი, მარადმწვანე, წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ხე-მცენარეა. ის ხარობს როგორც ზომიერ, ასევე ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში. საქართველოს ტყეებში ფართოდაა გავრცელებული. ის 30-40 მ-მდე იზრდება და 450 წელს ცოცხლობს. სინათლისა და სითბოს მოყვარულია, მაგრამ საკმაოდ ყინვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. იყენებენ მშენებლობაში, საავეჯე და სადურგლო წარმოებაში. მუხის ქერქის ნაყენები გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, გინგივიტების, ფარინგიტების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის ნახარში და გამოიყენება ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალოდ. ბულვარის ტერიტორიაზე, 314 ძირი მარადმწვანე მუხაა აღრიცხული. კავკასიური მუხა საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი.

გლიცინია - ფოთოლმცვენი მცენარეა და გაზაფხულზე იფოთლება, ყვავილობას იწყებს დაახლოებით აპრილის თვეში და გრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. მისი სასიამოვნო და მკვეთრი სურნელი და დახუნძლული, იისფერი შეფერილობის ყვავილები, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს ადამიანს და გულგრილი დატოვოს.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881