ვეტერანთა საჭადრაკო კლუბს „ნონა“ რეაბილიტაცია უტარდება

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კლუბის სრული რეკონსტრუქცია და ახალი ინვენტარით აღჭურვა. ვეტერანებისთვის განკუთვნილი გარე მოსასვენებელი სივრცე აღიჭურვება თანამედროვე გადახურვის სისტემით, რომელიც მზისგან დამცავ ქოლგებს ჩაანაცვლებს. საჭადრაკო სივრცეში მთლიანად განახლდება ინტერიერი, სველი წერტილი, შეიცვლება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, განხორციელდება შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები, 130 მ2 ფართობის იატაკი მოპირკეთება კერამოგრანიტის ფილებით. განახლდება განათების, გათბობა/გაგრილების და სავენტილაციო სისტემა. მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქალაძემ დაათვალიერა. ლაშა მიქელაძემ ხაზი გაუსვა ბულვარის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულობას. „მოხარული ვარ, რომ დასრულების ეტაპზეა ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული ადგილის - ვეტერანთა კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განახლებული სივრცე გააუმჯობესებს პირობებს ვეტერანი წევრებისთვის, რომლებიც სულ უფრო ხშირად სტუმრობენ ბუულვარს. შეიქმნება კიდევ უფრო კარგი პირობები ვეტერანთა ტურნირებისა და სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. ასევე, ბულვარის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის სტადიონების და ტრენაჟორების სივრცეების რეაბილიტაცია და ახალი სკეიტ პარკის მშენებლობა, რომლის პროექტირებაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია“ - აღნიშნა ლაშა მიქელაძემ.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881