ბათუმის ბულვარში ახალი სკვერი მოეწყობა

სუბტროპიკული მცენარეებითა და მექსიკური ელემენტებით დატვირთული ახალი სკვერი გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთის მიმდებარედ 400 კვ.მ ფართობზე გაშენდება.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კერძოდ: ფილების დაგება, ბუნებრივი ქვის ფორმირებული სკამების მთლიან პერიმეტრზე განთავსება, დეკორატიული შადრევნისა და განათების მონტაჟი.
საპროექტო სივრცეში სხვადასხვა სახეობის 2 700 ძირამდე ხე-მცენარე დაირგვება. მათშორისაა, სუკულენტები, კაქტუსები, აგავები, ზეთის ხილი, სელი და ა.შ. სკვერის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა. ახალი სკვერი დამატებითი მიზიდულობის ადგილს შექმნის ბულვარის ვიზიტორებისთვის.

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881