20 -21 ოქტომბერს „ბულვარის ფესტივალი 2023 “ გაიმართება

20-21 ოქტომბერს, სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ორგანიზებით „ბულვარის ფესტივალი 2023“ გაიმართება. ორდღიანი ფესტივალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს მოიცავს.

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით "რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“, 20 ოქტომბერს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონში“ დაიწყება. კონფერენციაში ჩაერთვება როგორც ქართველი, ისე მოწვეული უცხოელი სპეციალიტები. კონფერენციის მიზანია იმ არსებული თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარება, რომელიც მსგავსი ტიპის ურბანული პარკების და რეკრეაციული ზონების მართვის კუთხით არსებობს. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რეკრეაციული პარკების მნიშვნელობა ქალაქების განვითარებაში, ეკოლოგია, გამწვანება და ლანდშაფტის დიზაინი, ისტორია, ტურიზმი და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები და გაიმართება დისკუსიები.

21 ოქტომბერს, ფესტივალის მეორე დღე, დაეთმობა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას. დილის 10:00 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან სტარტს აიღებს ველომარათონი, რომელიც აეროპორტთან არსებულ სასეირნო ბილიკზე დასრულდება. დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებული მთავარი საფესტივალო სივრცე „კოლონადა“-ს მიმდებარე ვიზიტორებს დღის 12:00-დან 23:00 საათამდე უმასპინძლებს, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდება. კოსტიუმირებული პერფორმანსი ბულვარის ისტორიის გაცოცხლებით, ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტო-გამოფენა, ბულვარის ბრენდირებული საპრეზენტაციო კუთხე, საუნივერსიტეტო ზონდა და მხატვრების კუთხე, კინოჩვენების ზონა, სამეწარმეო მარკეტი და სხვა.

ბულვარის ფესტივალის ფარგლებში, 17:00 საათზე, ახლადრეაბილიტირებულ კოლონადას სივრცეში ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

დღის ბოლოს, ფესტივალს დაასრულებს ყველასთვის საყვარელი ბენდი ,,SALIO”. მასთან ერთად მუსიკალური განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ ადგილობრივი ბენდი ,,Seaside” და Dj ,,CHIKI”.

„ბულვარის ფესტივალი“ წელს პირველად ჩატარდება და მისი მთავარი მიზანია ბულვარის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

21 ოქტომბერი - ფესტივალის პროგრამას ვრცლად:

10:00 - 13:00

ველომარათონი

ლოკაცია: ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია

12:00 - 16:00

ბავშვთა გასართობი ღონისძიება, ზღაპრის გმირები, სახალისო/შემეცნებითი „მწვანე გაკვეთილები“, სახის მოხატვა, თიხაზე რეწვის აქტივობა, ხეების დარგვის აქცია და სხვ.

12:00 - საათიდან

კინოჩვენების ზონა

12:00 -საათიდან

კოსტიუმირებული პერფორმანსი „ბულვარის ისტორიის კვალდაკვალ“

12:00 - საათიდან

ბულვარის ბრენდირებული სტენდი და ფოტო-გამოფენა

12:00 - 23:00

სამეწარმეო მარკეტი, საუნივერსიტეტო ზონა, მხატვრების საპრეზენტაციო და ფოტო კუთხეები

17:00 - 18:00

დაჯილდოების ცერემონია -ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოება და კამერული მუსიკალური ნომრები.

18:00 - 19:00

Dj „CHIKI”

19:00 - 21:00

საზეიმო კონცერტი - ჯგუფი ,,Seaside და ჯგუფი „სალიო“

21:00 - 23:00

DJ”CHIKI”

ჩვენ შესახებ

სსიპ "ბათუმის ბულვარი" არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში.

ტურისტული პორტალი

შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე

All rights reserved © Batumi Boulevad 1881